თეგი: მერაბ კოსტავა

ირაკლი ღარიბაშვილი: სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ჩვენს თანამედროვეთა შორის, ის ყველაზე უკეთ განასახიერებდა ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას

დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „დამოუკიდებლობა – ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავა ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას. „სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა; ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას. მართლაც, ჩვენ, მუდმივად სამშობლოსათვის ბრძოლაში მყოფი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი, სწორედ იმიტომ გადავრჩით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ზნეობრივი იდეალები ჩვენს ხალხში ყველაზე რთულ პერიოდებშიც არ გამქრალა. სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს  

პრემიერი: დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს მუდამ ემახსოვრება

დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. “დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.